lundi 10 novembre 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები (მესამე დღე)

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
არდადეგები  და  დღესასწაულები-რას  მეტყვით  მოცემულ  თემაზე?
თემატური კითხვები

რომელი  დღესასწაული  გიყვართ  და   რატომ?  სააღდგომო  ტრადიციები  -რა  განსხვავება შეიძლება  იყოს  საფრანგეთში  და  საქართველოში?
შინაარსობრივი კითხვები


როდის  და  როგორ  აღნიშნავენ  აღდგომის  დღესასწაულს  საქართველოში?   იცნობთ  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხის  სააღდგომო  ტრადიციებს?  ლექსიკური  ერთეულები,  რომლებიც  დაგვჭირდება  დღესასწაულზე  სასაუბროდ(ზმნები,  არსებითი  სახელები,  სხვა)




მოცემული  კითხვები  მნიშვნელოვანია  მოსწავლეთა  მოტივირებისათვის,  ისინი  მეტი  ინტერესით  შეუდგებიან  მუშაობას,  დაინტერესდებიან  რა  მსგავსება-განსხვავება  შეიძლება  იყოს  საფრანგეთისა  და  საქართველოს  სააღდგომო  რიტუალებს  შორის,  ამასთან,  ლექსიკური ერთეულები,  რომელთაც  კითხვების  საშუალებით  გავიხსენებთ,  საშუალებას  მისცემთ  და  წაახალისებთ   ფრანგულად  გამოხატონ  თავიანთი  აზრი.

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire